Monday, June 24, 2013

დაბადების დღეს გილოცავთ, უცხოპლანეტელო!



ვფიქრობ, ეს ადამიანი რამდენიმე ათწლეულის წინ რომ დაბადებულიყო, ფეხბურთის ღმერთად, მეფედ და ფეხბურთის სულად და გულად შერაცხავდნენ. თუმცა აქ მეორე კითხვაცაა: შეიძლება მას ჩვენ ადამიანი ვუწოდოთ?
ზუსტად 26 წლის წინ, როსარიოს ერთ ჩვეულებრივ ოჯახში ლიონელ მესი დაიბადა, რომელიც ოცი წლის შემდეგ უცხოპლანეტელად იქცა. მას მოედანზე შეუძლია იმის გაკეთება, რისიც არავის სძალუძს. არაამქვეყნიური მოთამაშე, არაამქვეყნიური სტატისტიკით. მან ერთ სეზონში 212 რეკორდის დამყარება შეძლო.. წარმოიდგინეთ, 212! მათ შორის ორი ყველაზე მთავარია არის ოქროს ბურთის მეოთხეჯერ ზედიზედ მოპოვება და რა თქმა უნდა, ერთ კალენდარულ წელიწადში 91 გოლის გატანა. ფანტასტიური ფეხბურთელის, ფანტასტიური შედეგი. სწორედ ამიტომ არის იგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და სწორედ ამიტომ შეიძლება მივიჩნიოთ მესი, ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ. არ უნდა დავივიწყოთ, რომ მას წინ კიდევ კიდევ არაერთი სრულფასოვანი სეზონის ჩატარება შეუძლია, იგი ხომ მხოლოდ 26 წლისაა.
2003 წლის 16 ნოემბრიდან, მესის გამოჩენა თითოეულ ”ბარსელონას” გულშემატკივარს უხარია. 2006 წლიდან, იმის შემდეგ რაც მან ”რეალ მადრიდს” ჰეთ-ტრიკი შეუსრულა, თითოეული მისი გამოსვლა რაღაც მშვენიერს მოასწავებს.
მოკლედ, ლეოს ფანტასტიური კარიერის დახასიათება შორს წაგვიყვანს. მთელი საიტის სახელით, მინდა ვუსურვო მას ჯანმრთელობა და ბედნიერება, საკუთარ ოჯახის წევრებთან ერთად!

დაბადების დღეს გილოცავთ, უცხოპლანეტელო!!


                                                     

No comments:

Post a Comment