Monday, June 24, 2013

დაბადების დღეს გილოცავთ, უცხოპლანეტელო!



ვფიქრობ, ეს ადამიანი რამდენიმე ათწლეულის წინ რომ დაბადებულიყო, ფეხბურთის ღმერთად, მეფედ და ფეხბურთის სულად და გულად შერაცხავდნენ. თუმცა აქ მეორე კითხვაცაა: შეიძლება მას ჩვენ ადამიანი ვუწოდოთ?
ზუსტად 26 წლის წინ, როსარიოს ერთ ჩვეულებრივ ოჯახში ლიონელ მესი დაიბადა, რომელიც ოცი წლის შემდეგ უცხოპლანეტელად იქცა. მას მოედანზე შეუძლია იმის გაკეთება, რისიც არავის სძალუძს. არაამქვეყნიური მოთამაშე, არაამქვეყნიური სტატისტიკით. მან ერთ სეზონში 212 რეკორდის დამყარება შეძლო.. წარმოიდგინეთ, 212! მათ შორის ორი ყველაზე მთავარია არის ოქროს ბურთის მეოთხეჯერ ზედიზედ მოპოვება და რა თქმა უნდა, ერთ კალენდარულ წელიწადში 91 გოლის გატანა. ფანტასტიური ფეხბურთელის, ფანტასტიური შედეგი. სწორედ ამიტომ არის იგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და სწორედ ამიტომ შეიძლება მივიჩნიოთ მესი, ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ. არ უნდა დავივიწყოთ, რომ მას წინ კიდევ კიდევ არაერთი სრულფასოვანი სეზონის ჩატარება შეუძლია, იგი ხომ მხოლოდ 26 წლისაა.
2003 წლის 16 ნოემბრიდან, მესის გამოჩენა თითოეულ ”ბარსელონას” გულშემატკივარს უხარია. 2006 წლიდან, იმის შემდეგ რაც მან ”რეალ მადრიდს” ჰეთ-ტრიკი შეუსრულა, თითოეული მისი გამოსვლა რაღაც მშვენიერს მოასწავებს.
მოკლედ, ლეოს ფანტასტიური კარიერის დახასიათება შორს წაგვიყვანს. მთელი საიტის სახელით, მინდა ვუსურვო მას ჯანმრთელობა და ბედნიერება, საკუთარ ოჯახის წევრებთან ერთად!

დაბადების დღეს გილოცავთ, უცხოპლანეტელო!!


                                                     

Saturday, June 22, 2013

მესის ადვოკატი: "ლეო იცავს ესპანეთის კანონებს"


არგენტინელი ვარსკვლავის ადვოკატმა ჟუარეზ ვესიანამ კომენტარი გააკეთა ლიონელ მესის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე, რომელსაც ბრალად ედება საგადასახადო ორგანოებისათვის 4 მილიონის ოდენობით ფულის დამალვა.

"მესი გულდასმით იცავს ესპანეთის ყველა კანონს. ჩვენ გვჯერა, რომ ლიონელ მესი ყოველთვის იხდიდა გადასახადებს, მაგრამ თუ სასამართლო მას აიძულებს გადაიხადოს გარკვეულ თანხა, მაშინ რა თქმა უნდა მესი ამას გააკეთებს". განაცხადა მან.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მესისა და მის მამას ბრალად ედებათ 2006/2009 წლებში საგადასახადო ორგანეობისათვის 4 მილიონის ოდენობით თანხის დამალვა. თავად არგენტინელმა ვარსკვლავმა კი ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მას არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია.
კონფედერაციის თასზე გაიმართა A ჯგუფის ბოლო მატჩები, სადაც ბრაზილიამ 4-2 დაამარცხა იტალია. ამ შეხვედრაში „ბარსას“ 2 ფეხბურთელი, დანი ალვეში და ნეიმარი მონაწილეობდა.

თამაში ბრაზილიელებმა აქტიურად დაიწყეს, მაგრამ პირველმა გოლმა ცოტათი დაიგვიანა. ანგარიში 46-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა დანტემ გახსნა. პირველი ტაიმი „სელესაომ“ 1-0 მოიგო. მეორე ტაიმში ანგარიში სწრაფად გაათანაბრა იტალიამ. მარიო ბალოტელის შესანიშნავი პასის შემდეგ ჯაკერინის გოლის გატანა აღარ გასჭირვებია. ზუსტად 4 წუთში, ნეიმარის წაქცევის გამო იტალიელთა კარისკენ ჯარიმა დაინიშნა, „ბარსას“ ახალწვეულმა ფეხბურთელმა თავი ამჯერად ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გამოიჩინა, 2-1 ბრაზილიელთა სასარგებლოდ. 66-ე წუთზე ფრედმა თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა, მაგრამ 71-ე წუთზე კიელინიმ ანგარიში შეამცირა. საბოლოო გოლი კი კვლავ ფრედმა გაიტანა და ბრაზილიამ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.


Friday, June 21, 2013

მესი: ”მუნდიალის მოგება ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მე-5 ოქროს ბურთი”

                                              

”ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ საკუთარ პრიორიტეტებზე ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოქროს ბურთის ნომინაციაში მეხუთეჯერ გამარჯვება. ნაკრების გამარჯვება თითოეული ფეხბურთელისთვის პირველ ადგილზე უნდა იყოს.” - განაცხადა ლიონელ მესიმ.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელ ფეხბურთელს სულ ორ მსოფლიო ჩემპიონატის საფინალო ეტაპზე აქვს მონაწილეობა მიღებული (2006; 2010). მის ანგარიშზე 8 მატჩში 1 გოლია.

Tuesday, June 18, 2013

ბრაზილიაში კონფედერაციის თასის შეხვედრა დასრულდა. მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი სამხრეთ ამერიკის ჩემპიონ ერუგვაის ნაკრებს შეხვდა. მატჩი ესპანელების გამარჯვებით(2:1) დასრულდა.



ესპანეთი: კასილასი, არბეოლა, პიკე, რამოსი, ალბა, ფაბრეგასი (კასორლა 65), ჩავი (ხავი მარტინესი 77), ბუსკეტსი, ინიესტა, სოლდადო, პედრო (მატა 81).

ურუგვაი: მუსლერა, ლუგანო, გოდინი, მ. კასერესი, მ. პერეირა, კ. როდრიგესი, გარგანო (ლოდეირო 63), პერესი (ფორლანი 69), გ. რამირესი (ა. გონსალესი 46), კავანი, სუარესი.

გოლები: 1:0 - 20 პედრო, 2:0 - 32 სოლდადო, 2:1 - 88 სუარესი.

გაფრთხილება: კავანი (27), პიკე (36), ლუგანო (41), არბელოა (71).

მატჩის ბოლოს "ბარსელონას" ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

Saturday, June 15, 2013

აქამდე ფეხბურთელი აცხადებდა, რომ არ აპირებს კატალონიურ გრანდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას. ესპანეთის ეროვნული ნაკრების წევრის თქმით, მისი პოზიცია არ შეცვლილა.
”ჩემი სიტუაცია ”ბარსელონაში” არ შეცვლილა. ჩემი მოქმედი კონტრაქტი კიდევ 1 სეზონითაა გათვლილი და კლუბის დატოვებას, მხოლოდ მისი ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ ვაპირებ. მართალია, ხელს არ მოვაწერ ახალ შემოთავაზებას, თუმცა მაინც კლუბის მადლობელი ვარ. ”ბარსასთან” მიმართებაში ყოველთვის გულახდილი ვიყავი.” - აღნიშნა ვალდესმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სულ რამდენიმე დღის წინ, უამრავი ფეხბურთის ექსპერტის აზრით, ვიქტორ ვალდესი აუცილებლად დატოვებდა კატალონიას და ”მონაკოში” გადაბარგდებოდა, თუმცა ჩვენ დავინახეთ თუ როგორ განვითარდა მოვლენები.
არგენტინის და გუატემალას ნაკრებების თამაშში ლიონელ მესიმ ჰეთ-ტრიკის შესრულება მოახერხა. ამით, მან ნაკრებში გატანილი გოლებით, ფეხბურთის ღმერთად წოდებულ, დიეგო არმანდო მარადონას შედეგი გააუმჯობესა.

”ბარსელონას” თავდამსხმელს 82 თამაშში 35 გოლი აქვს. ამ შედეგის წყალობით, მან მოახერხა არგენტინის ნაკრების გოლეადორების სიაში მეორე ადგილზე გადასვლა. ლიონელი ამ პოზიციას ერნან კრესპოსთან ერთად გაიყოფს, რომელსაც ასევე 35 გოლი აქვს, ოღონდ 64 მატჩში.

არგენტინის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი არის გაბრიელ ბატისტუტა. მის ანგარიშზე 78 მატჩში 56 გოლია.
გუშინ გაიმართა ამხანაგური შეხვედრა არგენტინის და გუატემალას ნაკრებებს შორის. აღსანიშნავია, რომ სტადიონი იყო სავსე გუატემალას გულშემატკივრებით. ფანების რაოდენობა 20,000 შეადგენდა, თუმცა მათ არგენტინის გოლი ისე უხაროდათ, როგორც საკუთარი გუნდის.
არ არის გასაკვირი, რომ ალეხანდრო საბელიას გუნდმა მარტივი გამარჯვების მოპოვება შეძლო. ამაში ლომის წვლილი მიუძღვის ”ბარსელონას” თავდამსხმელს, ლიონელ მესის. მის ანგარიშზე ამ შეხვედრაში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
 დანარჩენს კი თქვენ ვიდეოში იხილავთ:

Tuesday, June 4, 2013

„ბარსელონას“ ვიცე–პრეზიდენტმა ჟოსეპ ბართომეუმ გაამხილა ის თანხა, რომელიც კლუბს ნეიმარის ტრანსფერში დაეხარჯება. საერთო ჯამში კლუბი ნეიმარის სანაცვლოდ 57 მლნ ევროს გადაიხდის, რომელიც სამ კომპანიასა (DISC, TEISA, N&N) და სანტოსს (ნეიმარის ყოფილი კლუბი) შორის განაწილდება.

ბართომეუმ დააკონკრეტა, რომ ფეხბურთელის ფასის ზრდა, მის მიმართ სხვა კლუბების დაინტერესებამ გამოიწვია. ჟოსეპმა ასევე მადლობა გადაუხადა ბრაზილიელს „ბარსელონას“ არჩევისთვის, რადგან „კლუბის მიერ შეთავაზებული თანხა არცთუ ისე დიდი იყო“. ბართომეუმ ასევე განაცხადა, რომ ნაიმარის სურვილი ეთამაშა „ბარსელონაში“ კლუბს ძალიან დაეხმარა რადგან თანხა 40 მილიონიდან მხოლოდ 57 მილიონამდე ავიდა. ვიცე–პრეზიდენტმა თანხის მატაბა კიდევ ერთი მიზეზით ახსნა: „ჩვენ ნეიმარის ყიდვას 2014 წლისთვის ვიმედოვნებით, ტრანსფერის დაჩქარებამ კი ფასის ზრდა გამოიწვია. ნეიმარის ტრანსფერი არ იმქომედებს „ბარსას“ 2013/2014 წლების სეზონის სატრანსფერო ბიუჯეტზე“.

ვიცე–პრეზიდენტმა ახსენა ის პიროვნებები, რომელთაც დიდი როლი ითამაშეს ნეიმარის ტრანსფერში. განსაკუთრებით კი რაულ სანლეჰი და ანდრე კიური გამოყო, რომლებიც, 2012 წლიდან, კლუბის წარმომადგენლები არიან სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე.

ბართომეუმ ასევე აღნიშნა, რომ „ბარსელონასა“ და „სანტოსს“ შორის მოლაპარაკებები მედიატორის გარეშე წარიმართა. ჟოსეპი ნეიმარის გამოსასყიდ თანხასაც შეეხო, რომელიც 190 მლნ ევროს შეადგენს.

კლუბები არამარტო ტრანფერის საკითხზე, არამედ ამხანაგური მატჩების გამართვაზეც შეთანხმდნენ. გუნდები ერთმანეთის წინააღმდეგ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ, რომელთაგან ერთ–ერთი „კამპ ნოუზე“ ჩატარდება.

კომენტარი „ბარსელონას“ სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამაც გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ გუნდმა პირველად ინტერესი ნეიმარისადმი მას შემდეგ გამოიჩინა, რაც მისი თამაში ნახა ბრაზილიის ნაკრებში ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე. “მას შეუძლია გატანა, პასების გაკეთება. ის არის უნიჭიერესი ფეხბურთელი და შეუძლია გახდეს მსოფლიო ფეხბურთის ლიდერი“.

სუბისარეტა დარწმუნებული, რომ: „ჩვენ ყველანი საოცარი საღამოების მომსწრენი გავხდებით. „ბარსა“ არაჩვეულებრივი გუნდია. ნეიმარი არაჩვეულებრივი ფეხბურთელია, რადგან პრობლემის გადასაჭრელ გზებს ადვილად პოულობს. ის იოლად შეეწყობა გუნდს და მალევე გაივლის ადაპტაციას“.

სუბისარეტამ ნეიმარის სავარაუდო ნომერზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა: „11 ნომრიანი მაისური უკვე დაკავებულია და ის ტიაგოს ეკუთვნის“.

Monday, June 3, 2013


გაიმართა ბარსელონასა და მალაგას შეხვედრა, ამ თამაშში ბარსელონამ მალაგა დაამარცხა 4:1. ამ თამაშში არ იღებდა მონაწილეობას მესი, ვალდესი და კიდევ სხვა ფეხბურთელები. გოლების ავტორები არიან: 1).ვილია (4წ.); 2).ფაბრეგასი (14წ.); 3).მონტოია (16წ.); 4).მორალესი (45წ.); 5).ინიესტა (52წ.).
როგორც იცით, ახალგაზრდა ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარ და სილვა ბარსელონაში დღეს ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გულშემატკივრების წინაშეც წარდგება.

ნეიმარი კლუბის ოფისში თბილისის დროით 14 საათზე გამოჩნდება და ფოტოსესიაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შემდეგ, ის ბარსელონას საავადმყოფოსა და სიუტატ ესპორტივა ხუან გამპერის სამედიცინო ცენტრში შემოწმებას გაივლის.

თბილისის დროით 18 საათზე, "კამპ ნოუს" კარი ჟურნალისტებისა და გულშემატკივრებისთვის გაიღება.

18 საათსა და 45 წუთზე, კლუბის ოფისში, კონტრაქტს ხელი მოეწერება.

19 საათსა და 45 წუთზე, კლუბის ოფისთან ახლოს, "ბარსელონას" გერბის წინ ფოტოსესია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას, ნეიმარის გარდა, სანდრო როსელი, ხოსეპ ბართომეუ და ანდონი სუბისარეტა მიიღებენ.

20 საათსა და 15 წუთზე, "კამპ ნოუზე", ნეიმარის პრეზენტაცია დაიწყება.

21 საათსა და 30 წუთზე, გაიმართება ფეხბურთელის პრესკონფერენცია.