Monday, June 24, 2013

დაბადების დღეს გილოცავთ, უცხოპლანეტელო!



ვფიქრობ, ეს ადამიანი რამდენიმე ათწლეულის წინ რომ დაბადებულიყო, ფეხბურთის ღმერთად, მეფედ და ფეხბურთის სულად და გულად შერაცხავდნენ. თუმცა აქ მეორე კითხვაცაა: შეიძლება მას ჩვენ ადამიანი ვუწოდოთ?
ზუსტად 26 წლის წინ, როსარიოს ერთ ჩვეულებრივ ოჯახში ლიონელ მესი დაიბადა, რომელიც ოცი წლის შემდეგ უცხოპლანეტელად იქცა. მას მოედანზე შეუძლია იმის გაკეთება, რისიც არავის სძალუძს. არაამქვეყნიური მოთამაშე, არაამქვეყნიური სტატისტიკით. მან ერთ სეზონში 212 რეკორდის დამყარება შეძლო.. წარმოიდგინეთ, 212! მათ შორის ორი ყველაზე მთავარია არის ოქროს ბურთის მეოთხეჯერ ზედიზედ მოპოვება და რა თქმა უნდა, ერთ კალენდარულ წელიწადში 91 გოლის გატანა. ფანტასტიური ფეხბურთელის, ფანტასტიური შედეგი. სწორედ ამიტომ არის იგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და სწორედ ამიტომ შეიძლება მივიჩნიოთ მესი, ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ. არ უნდა დავივიწყოთ, რომ მას წინ კიდევ კიდევ არაერთი სრულფასოვანი სეზონის ჩატარება შეუძლია, იგი ხომ მხოლოდ 26 წლისაა.
2003 წლის 16 ნოემბრიდან, მესის გამოჩენა თითოეულ ”ბარსელონას” გულშემატკივარს უხარია. 2006 წლიდან, იმის შემდეგ რაც მან ”რეალ მადრიდს” ჰეთ-ტრიკი შეუსრულა, თითოეული მისი გამოსვლა რაღაც მშვენიერს მოასწავებს.
მოკლედ, ლეოს ფანტასტიური კარიერის დახასიათება შორს წაგვიყვანს. მთელი საიტის სახელით, მინდა ვუსურვო მას ჯანმრთელობა და ბედნიერება, საკუთარ ოჯახის წევრებთან ერთად!

დაბადების დღეს გილოცავთ, უცხოპლანეტელო!!


                                                     

Saturday, June 22, 2013

მესის ადვოკატი: "ლეო იცავს ესპანეთის კანონებს"


არგენტინელი ვარსკვლავის ადვოკატმა ჟუარეზ ვესიანამ კომენტარი გააკეთა ლიონელ მესის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე, რომელსაც ბრალად ედება საგადასახადო ორგანოებისათვის 4 მილიონის ოდენობით ფულის დამალვა.

"მესი გულდასმით იცავს ესპანეთის ყველა კანონს. ჩვენ გვჯერა, რომ ლიონელ მესი ყოველთვის იხდიდა გადასახადებს, მაგრამ თუ სასამართლო მას აიძულებს გადაიხადოს გარკვეულ თანხა, მაშინ რა თქმა უნდა მესი ამას გააკეთებს". განაცხადა მან.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მესისა და მის მამას ბრალად ედებათ 2006/2009 წლებში საგადასახადო ორგანეობისათვის 4 მილიონის ოდენობით თანხის დამალვა. თავად არგენტინელმა ვარსკვლავმა კი ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მას არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია.
კონფედერაციის თასზე გაიმართა A ჯგუფის ბოლო მატჩები, სადაც ბრაზილიამ 4-2 დაამარცხა იტალია. ამ შეხვედრაში „ბარსას“ 2 ფეხბურთელი, დანი ალვეში და ნეიმარი მონაწილეობდა.

თამაში ბრაზილიელებმა აქტიურად დაიწყეს, მაგრამ პირველმა გოლმა ცოტათი დაიგვიანა. ანგარიში 46-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა დანტემ გახსნა. პირველი ტაიმი „სელესაომ“ 1-0 მოიგო. მეორე ტაიმში ანგარიში სწრაფად გაათანაბრა იტალიამ. მარიო ბალოტელის შესანიშნავი პასის შემდეგ ჯაკერინის გოლის გატანა აღარ გასჭირვებია. ზუსტად 4 წუთში, ნეიმარის წაქცევის გამო იტალიელთა კარისკენ ჯარიმა დაინიშნა, „ბარსას“ ახალწვეულმა ფეხბურთელმა თავი ამჯერად ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გამოიჩინა, 2-1 ბრაზილიელთა სასარგებლოდ. 66-ე წუთზე ფრედმა თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა, მაგრამ 71-ე წუთზე კიელინიმ ანგარიში შეამცირა. საბოლოო გოლი კი კვლავ ფრედმა გაიტანა და ბრაზილიამ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.


Friday, June 21, 2013

მესი: ”მუნდიალის მოგება ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მე-5 ოქროს ბურთი”

                                              

”ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ საკუთარ პრიორიტეტებზე ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოქროს ბურთის ნომინაციაში მეხუთეჯერ გამარჯვება. ნაკრების გამარჯვება თითოეული ფეხბურთელისთვის პირველ ადგილზე უნდა იყოს.” - განაცხადა ლიონელ მესიმ.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელ ფეხბურთელს სულ ორ მსოფლიო ჩემპიონატის საფინალო ეტაპზე აქვს მონაწილეობა მიღებული (2006; 2010). მის ანგარიშზე 8 მატჩში 1 გოლია.

Tuesday, June 18, 2013

ბრაზილიაში კონფედერაციის თასის შეხვედრა დასრულდა. მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი სამხრეთ ამერიკის ჩემპიონ ერუგვაის ნაკრებს შეხვდა. მატჩი ესპანელების გამარჯვებით(2:1) დასრულდა.



ესპანეთი: კასილასი, არბეოლა, პიკე, რამოსი, ალბა, ფაბრეგასი (კასორლა 65), ჩავი (ხავი მარტინესი 77), ბუსკეტსი, ინიესტა, სოლდადო, პედრო (მატა 81).

ურუგვაი: მუსლერა, ლუგანო, გოდინი, მ. კასერესი, მ. პერეირა, კ. როდრიგესი, გარგანო (ლოდეირო 63), პერესი (ფორლანი 69), გ. რამირესი (ა. გონსალესი 46), კავანი, სუარესი.

გოლები: 1:0 - 20 პედრო, 2:0 - 32 სოლდადო, 2:1 - 88 სუარესი.

გაფრთხილება: კავანი (27), პიკე (36), ლუგანო (41), არბელოა (71).

მატჩის ბოლოს "ბარსელონას" ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

Saturday, June 15, 2013

აქამდე ფეხბურთელი აცხადებდა, რომ არ აპირებს კატალონიურ გრანდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას. ესპანეთის ეროვნული ნაკრების წევრის თქმით, მისი პოზიცია არ შეცვლილა.
”ჩემი სიტუაცია ”ბარსელონაში” არ შეცვლილა. ჩემი მოქმედი კონტრაქტი კიდევ 1 სეზონითაა გათვლილი და კლუბის დატოვებას, მხოლოდ მისი ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ ვაპირებ. მართალია, ხელს არ მოვაწერ ახალ შემოთავაზებას, თუმცა მაინც კლუბის მადლობელი ვარ. ”ბარსასთან” მიმართებაში ყოველთვის გულახდილი ვიყავი.” - აღნიშნა ვალდესმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სულ რამდენიმე დღის წინ, უამრავი ფეხბურთის ექსპერტის აზრით, ვიქტორ ვალდესი აუცილებლად დატოვებდა კატალონიას და ”მონაკოში” გადაბარგდებოდა, თუმცა ჩვენ დავინახეთ თუ როგორ განვითარდა მოვლენები.
არგენტინის და გუატემალას ნაკრებების თამაშში ლიონელ მესიმ ჰეთ-ტრიკის შესრულება მოახერხა. ამით, მან ნაკრებში გატანილი გოლებით, ფეხბურთის ღმერთად წოდებულ, დიეგო არმანდო მარადონას შედეგი გააუმჯობესა.

”ბარსელონას” თავდამსხმელს 82 თამაშში 35 გოლი აქვს. ამ შედეგის წყალობით, მან მოახერხა არგენტინის ნაკრების გოლეადორების სიაში მეორე ადგილზე გადასვლა. ლიონელი ამ პოზიციას ერნან კრესპოსთან ერთად გაიყოფს, რომელსაც ასევე 35 გოლი აქვს, ოღონდ 64 მატჩში.

არგენტინის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი არის გაბრიელ ბატისტუტა. მის ანგარიშზე 78 მატჩში 56 გოლია.