Sunday, May 26, 2013

ნეიმარი "ბარსაში" მომდევნო 5 სეზონის განმავლობაში
ნეიმარი "ბარსაში" მომდევნო 5 სეზონის განმავლობაში

ნეიმარმა რამდენიმე საათის წინ Twitter-ისა და Instagram-ის საშუალებით დაადასტურა,რომ მომდევნო ხუთ სეზონს ის "ბარსაში" გატარებს და ოჯახის თანადგომის იმედი აქვს.

ახალგაზრდა ბრაზილიელი 21 წლისაა და ის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელია პლანეტაზე. მას სათამაშო სტილისა და ტემპის საშუალებით ყოველთვის შეუძლია გადამწყვეტ მომენტებში გუნდის დახმარება. ნეიმარი დაიბადა სან პაულოში. მას შეუძლია ერთნაირი წარმატებით ითამაშოს,როგორც თავდასხმის ფლანგზე ისე ცენტრში. იყენებს ორივე ფეხს და ადაპტირებულია სწრაფ შეტევასა და გოლის გატანაზე.



პელეს კურთხევა

ყველა აღნიშნული თვისების გამო ნეიმარს ხშორად ადარებენ ლეგენდარულ პელეს. სწორედ პელემ მიიყვანა ნეიმარი "სანტოსის" საფერბურთო აკადემიაში. დღეს არავინ ისე აღფრთოვანებული არაა მისი და ახალგაზრდა ტალანტის მსგავსებით, როგორც 'O'Rei' (ფეხბურთლის მეფე). ნეიმარის დებიუტი "სანტოსის" რიგებში, ისევე, როგორც ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში 2009 წელს შედგა. ის ითვლებოდა გუნდის ყველაზე ნიჭიერ და გამორჩეულ ფეხბურთელად, რომლის უდიდეს ოცნებასაც წარმოადგენს მსოფლიო მომდევნო ჩემპიონატის მოგება, რომელიც 2014 წელს ბრაზილიაში გამართება.

უამრავი ჯილდო
შეიძლება პელესთან შედარება ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა ნეიმარს თავის ასაკთან შედარებთ უამრავი ჯილდო აქვს მოპოვებული. იგი ნომინირებული იყო 2012 და 2011 FIFA ოქროს ბურთზე და 2012, 2011 და 2010 პუშკაშის ჯილდოზე. ის დასახელდა 2011 წლის საუკეთესო სამხრეთ ამერიკელ მოთამაშედ, ასევე "სანტოსთან" ერთად მოიგო ბრაზილიის ჩემპიონატი სამჯერ და 2011 წელს დაასახელეს "Copa Libertadores" ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ.

2011 წლის მსოფლიო საკლუბო თასი
როგორც სამხრეთ ამერიკის ჩემპიონმა "სანტოსმა " მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში 2011 წელს. ნეიმარმა ნახევარფინალში ულამაზესი გოლი გაიტანა, თუმცა, ფინალში, იმ დროს პეპ გუარდიოლას უძლიერესი "ბარსას" წინააღმდეგ მან ვერაფერი შეცვალა. სანტოსის" ახალგაზრდა ვარსკვლავმა, ამ ტურნირზეც გამოიჩინა თავი.ის ტურნირის მესამე საუკეთესო მოთამაშე გახდა მესისა და ჩავის შემდეგ
უკვე იყო უეფა თასის ფინალი და ამ თამაშში ბაიერნმა დორტმუნდი 2:1 დაამარცხა. ბაიერნმა მე-5 მოიგო უეფას თასი. გოლების ავტორები არიან: 1).მანჯუკიჩი; 2).გუნდოგანი; 3).რობენი.

Saturday, May 25, 2013



უკვე იყო ბარსელონა ესპანიოლი და ამ შეხვედრაში ბარსელონაქმ მოიგო, 2:1. გოლის ავტორები არიან: 1).პედრო (21წ); 2).ვალეინტე (42წ), რომელმაც საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი; 3).პერესი (89წ).

Friday, May 24, 2013

კატალონიის "ბარსელონას" 25 წლის თავდამსხმელი ლიონელ მესი, არგენტინის ეროვნულ ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩების წინ გამოიძახეს, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელი ტრავმირებულია.

7 ივნისს არგენტინის ეროვნული ნაკრები საკუთარ მოედანზე კოლუმბიას მიიღებს. ოთხი დღის შემდეგ გუნდი ეკვადორში გაემგზავრება ხოლო 14 ივნისს ამხანაგურ შეხვედრას გვატემალასთან გამართავს. მესი იმ ფეხბურთელების სიაში შევიდა, რომლებიც ამ შეხვედრებში ეროვნული ნაკრების დასახმარებლად გამოიძახეს თუმცა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის თამაში ჯერჯერობით ტრავმის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.

სწორედ ტრავმის გამო ლეომ მაისის დიდი ნაწილი გამოტოვა და ლა ლიგის უკანასკნელ ტურში "მალაგას" წინააღმდეგაც ვერ ითამაშებს.

Saturday, May 18, 2013

"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ გასულ სეზონში კლუბის მიღწევები შეაჯამა.

"ყოველთვის მოგება შეუძლებელია. ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ერთნაირად ვთამაშობთ, ასე რომ მოწინააღმდეგეებმა და მწრთვნელებმა ჩვენი შესწავლა მოახერხეს. სწორედ ამიტომ მოხდა ის, რომ "ბაიერნთან" უშანსოდ დავმარცხდით ორივე შეხვედრაში. თუმცა ჩვენ ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ, უაზრო როტაციებს არ მივმართოთ და "ბარსელონას" სტილი აუცილებლად შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ ეს იყო და არის კლუბის სავიზიტო ბარათი. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და შემდეგ სეზონი ახალი შემართებით დავიწყოთ." – განაცხადა არგენტინელმა სუპერ ვარსკვლავმა.

Tuesday, May 14, 2013

”ბარსელონამ” გუშინ ქალაქის ქუჩებში 500 ათასს გულშემატკივართან ერთად ესპანეთის ჩემპიონობა იზეიმა. პირველი გუნდი ზეიმის დროს მარტო არ იყო, მათთან ერთად ქალთა გუნდი ზეიმობდა. ქალთა გუნდმა ქვეყნის ჩემპიონობა გასულ კვირას, ”ატლეტიკის” დამარცხების შემდეგ მოიპოვა.
ლეო მესის დღეს დილით კლუბის სამედიცინო დაწესენულებაში გამოკვლევა ჩაუტარდა. არგენტინელ ფეხბურთელს მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული, რის გამოც ის 2-3 კვირას იუქმებს. მისი მონაწილეობა მომდევნო შეხვედრებში აღდგენით კურსზე იქნება დამოკიდებული.

მესიმ ასეთი დაზიანება პირველად 2 აპრილს, ”პსჟ”-სთან შეხვედრაში მიიღო. მას შემდეგ ფეხბურთელს საკმაოდ დიდხანს გაუგრძელდა აღდგენითი კურსი. გასულ კვირას, ”ვისენტე კალდერონზე” ტრავმის რეციდივის გამო მოედანი მან დროზე ადრე დატოვა.

Sunday, May 12, 2013

კატალონიის "ბარსელონას" ესპანელი ნახევარმცველისათვის, ჩავი ერნანდესისთვის ლა ლიგის ტიტული თავის პროფესიონალურ კარიერაში 24-ე აღმოჩნდა. ამ მაჩვენებლით მან მადრიდის "რეალის" ყოფილ ფეხბურთელს ლეგენდარულ ფრანსისკო ხენტოს გაასწრო.

ახლა ჩავის აქტივში 7 ესპანეთის ჩემპიონის ტიტული აქვს. ეს კლუბის რეკორდიცაა. მან კლუბის ყოფილ მწვრთნელს ხოსეპ გვარდიოლასაც გაასწრო, რომელსაც ფეხბურთელის რანგში ლა ლიგა 6-ჯერ აქვს მოგებული (3-ჯერ კი მწვრთნელის რანგში).
ამის გარდა 33 წლის ფეხბურთელის აქტივში ესპანეთის თასის ორი ტიტული, ორი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, მსოფლიოს ჩემპიონატი და ორი ევროპის ჩემპიონატია.

ჩავის ანგარიშზე 2012/2013 წლების პრიმერა დივიზიონში 27 ჩატარებულ შეხვედრაში 5 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა.

Saturday, May 11, 2013



უკვე დიდი ხანია დადის ჭორები იმის თაობაზე, რომ ასტურიელი ფორვარდი "ბარსელონას" ამ ზაფხულს დატოვებს. ვილიას შეძენით აქტიურად ინტერესდებოდა "არსენალი" და ახლა უკვე მათი ჩრდილოელი მეზობელი "ტოტენჰემი".

შემტევი მომავალ სეზონში ტიტო ვილანოვას გეგმებში არ შედის. "ტოტენჰემი" მზადაა ვილიასთვის, რომელიც "ბარსელონას" აღარ სჭირდება, 8.5 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ეს 14 მილიონზე გაცილებით ნაკლებია, თუმცა თუ სხვა შემოთავაზებები არ იქნება, კატალონიელებს მოუწევთ ამ წინადადებაზე დატანხმება.

შეგახსენებთ, რომ ვილიამ მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში 24 ჩატარებულ შეხვედრაში 9 გოლის გატანა მოახერხა.
დაბადების დღეს გილოცავთ, ანდრეს!

ზუსტად 29 წლის წინ ქვეყანას ანდრეს ინიესტა მოევლინა. ვინ იცოდა მაშინ, რომ ერთ ჩვეულებრივ ესპანურ ოჯახში გაზრდილ ბიჭს ამდენის მიღწევა შეეძლო. ჩადიოდა ანდრესი ეზოში და თანატოლებთან ერთად ბურთს აგორავებდა. ნელ-ნელა იგი თავის ასაკში საუკეთესოც კი გახდა და ”ბარსელონას” მიწვევაც დაიმსახურა. ანდრესის სიყვარული საკუთარი სახლისადმი და მშობლებისადმი იმდენად დიდი იყო, რომ იგი კატალონიური გრანდისთვის უარის თქმას აპირებდა, მაგრამ მამამისის დაუყონებლივი თხოვნით მაინც გადაბარგდა კატალონიაში. თამაშები ასაკობრივ გუნდებში, შემდეგ ერთ-ერთი ასაკობრივი გუნდის კაპიტნობა, ”ბარსა ბ” და ”ბარსელონას” პირველი გუნდი. აი ესე მოკლედ შეიძლება მისი კარიერის დახასიათება.

მოკლედ, არ გვინდა მის ბიოგრაფიაზე საუბარი. დღეს ”ბარსელონას” პაბლო პიკასოს, ანდრეს ინიესტას დაბადების დღეა. მთელი საიტის სახელით ვუსურვებ ბედნიერებას და რაც მთავარია, ჯანმრთელობას, რათა კიდევ დიდხანს ასიამოვნოს ფეხბურთის გულშემატკივარნი.
კატალონიის "ბარსელონამ" ამჯერად თვალი გერმანული "დორტმუნდის" ამომავალ ვარსკვლავს მარკო როისს დაადგა. როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo იტყობინება, "ბარსელონას" წარმომადგენლები უკვე მზად არიან შეთავაზება გააკეთონ "დორტმუნდის" შემტევი ნახევარმცველის ტრანსფერთან დაკავშირებით.

ესპანურ გრანდში სჯერათ, რომ როისის ტრანსფერი პრიორიტეტულია ამასთან ის ფაქტიც მეტყველებს, რომ როისი ესპანური პრიმერა დივიზიონის ფანია. ტრანსფერის ყველაზე გამართულებელი პროცესი ის არის, რომ როისის კონტრაქტში გამოსასყიდი კონკრეტული თანხა არ არის ჩაწერილი ასე, რომ "დორტმუნდს" შეუძლია "ჩაიფიქროს" და "ბარსელონას" ნებისმიერი ციფრები დაუსახელოს გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გასაყიდად.

შეგახსენებთ, რომ მედია აქამდე როისის მიმართ ინტერესსზე "მანჩესტერ იუნაიტედს" და "მანჩესტერ სიტის" უკავშირებდა.
კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი ფორვარდი ლიონელ ანდრეს მესი ლა ლიგის 35-ე ტურში "ატლეტიკოს" წინააღმდეგ მატჩის სათამაშოდ სრულიად მზად არის. ეს ყველაფერი დღეს "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ტიტო ვილანოვამ განაცხადა.

"მესიმ კარგი სავარჯიშო კვირა ჩაატარა. მან კარგ დონეზე ივარჯიშა. ამ მომენტისათვის შემიძლია ვთქვა, რომ ის შესძლებს მატჩში მონაწილეობის მიღებას." - განაცხადა ვილანოვამ.

შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკო" - "ბარსელონას" დაპირისპირება კვირას მადრიდში გაიმართება. შეხვედრა "ვისენტე კალდერონზე" 21 საათზე დაიწყება.
"ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონია! კატალონიელებმა ქვეყნის საუკეთესო გუნდის წოდება დაიბრუნეს და ტიტული 22-ედ მოიგეს. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც "რეალმა" "ესპანიოლი" სტუმრად ვერ დაამარცხა.

"ბარსას" გულშემატკივრები ელოდნენ, რომ მათი საყვარელი გუნდი ჩემპიონობას ესპანეთის დედაქალაქში, მადრიდში გაიფორმებდა. თუმცა, ტიტო ვილანოვას გუნდმა ქვეყნის საუკეთესო კლუბის ტიტული კატალონიაში, დაუსწრებლად მიიღო. მას შემდეგ, რაც მე-2 ადგილზე მყოფმა "რეალმა" "ესპანიოლთან" ფრედ, 1:1 ითამაშა, მადრიდელები "ბარსას" 7 ქულით ჩამორჩებიან და ვინაიდან მათ მხოლოდ 2 თამაშის ჩატარება დარჩათ, ჟოზე მოურინიოს გუნდს "ბარსელონას" დაწევის თეორიული შანსიც აღარ დარჩა.

ესეც ვილანოვას პირველი ტიტული.
ვალდესით "მონაკო" დაინტერესდა

ვიქტორ ვალდესს, თვალი ფრანგულმა ამბიციურმა კლუბმა დაადგა. ამ დროისთვის, "მონაკო" საფრანგეთის ჩემპიონატს ლიდერობს. მომდევნო სეზონიდან, კი ეს გუნდი "ლიგა 1"-ში იასპარეზებს.

ცოტა ხნის წინ, რამდენიმე მოთამაშის სახელს "მონაკოს" უკავშირებდნენ. ესენი არიან: კოლო ტურე ("მანჩესტერ სიტი"), ლისანდრო ლოპეზი ("ლიონი"), დანიელ ვან ბუიტენი ("ბაიერნი"), უეინ რუნი ("მანჩესტერ იუნაიტედი") და რადამელ ფალკაო გარსია ("ატლეტიკო").

ახლა, კი მედიამ ამ ჩამონათვალს ვალდესიც დაუმატა. მოგეხსენებათ, ესპანელმა გოლკიპერმა კატალონიელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა. არსებული ინფორმაციის თანახმად, რუსი ბიზნესმენი, დმიტრი რიბოლოვლევი, რომელიც "მონაკოს" მფლობელია, 31 წლის მეკარეს შეძენით სერიოზულად არის დაინტერესებული.

თუმცა, რიბოლოვლევის გუნდს სერიოზულ კონკურენციას ლონდონის "არსენალი" გაუწევს, რომელიც "ბარსელონას" პირველი ნომრის შეძენით აგრეთვე სერიოზულად ინტერესდება.

Friday, May 10, 2013

"ბარსელონას" მცველი აცხადებს, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაშობს. როგორც ჩანს, ის არაფრად აგდებს "რეალთან" და "ბაიერნთან" განცდილ რამდენიმე ფიასკოს.

"ამ სეზონს ძალიან მაღალ შეფასებას მივცემდი. ევროპაში საკმაოდ კარგად ვითამაშეთ და ნეხევარფინალამდეც მივაღწიეთ. "ბავარია" უბრალოდ სრულყოფილი იყო, მაგრამ ჩვენ ჩვეულებისამებრ კარგები არ ვყოფილვართ".

"ბოლო წლების მანძილზე "ბარსელონა" მსოფლიოს საუკეთესო გუნდი იყი და ჩემი გადმოსახედიდან ახლაც ასეა. ყველა კლუბს პატივს ვცემ, მაგრამ შეხედეთ რამდენი ტიტული მოიგო "ბარსამ" ბოლო 10 წელიწადში".

"ატლეტიკოს" დამარცხების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ესპანეთის ჩემპიონები გავხდეთ და "რეალს" თეორიული შანსიც არ დავუტოვოთ. მხოლოდ ამაზე ვართ კონცენტრირებულნი. ეს ჩემი პირველი ტიტული იქნება და ძალიან მსურს ჩემპიონობა" - განაცხადა კატალონიელთა ახალწვეულმა.
"ბარსელონა" "მანჩესტერ სიტის" ფორვარდის სერხიო კუნ აგუეროს გადაბირებას შეეცდება, თუ ბრაზილიური "სანტოსის" თავდამსხმელი ნეიმარი ამ ზაფხულს "რეალში" გადავა.

შეგახსენებთ, რომ "რეალი" მზადაა ტალანტში 120 მილიონი ევრო გადაიხადოს. "ბარსა" კი დაინტერესებულია არგენტინელი ფორვარდით, რომელმაც ადრე განაცხადა, რომ სიამოვნებით დაბრუნდებოდა ესპანეთში.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში აგუერომ პრემიერ ლიგაში 11 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა, რაც ოპტიმალური შედეგი არაა, ბრაზილიელმა კი უკვე დამთავრებულ სერია ა-ში 17 ჩატარებულ შეხვედრაში 17–ჯერ დალაშქრა მეტოქის კარი.
”ბარსელონას” მცველს, ადრიანო კორეიას, რომელიც შეიძლება მომავალ წელს თავისუფალი აგენტი გახდეს, სურს რომ კატალონიურ კლუბთან ახალი, 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმოს, იტყობინება Barcastuff.

ამ ინფორმაციის თანახმად, თუ მხარეები მომავალ კვირაში ვერ შეთანხმდებიან, მაშინ 28 წლის მცველი ტრანსფერზე იქნება დაყენებული. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე სეზონში ბრაზილიელი მცველი საკმაოდ ბევრს თამაშობს და უკანახაზელისთვის საკმაოდ ბევრი გოლიც აქვს გატანილი (22 მატჩი - 5 გოლი).
"ბარსელონას" ძირითადი კანდიდატი ვალდესის შემცვლელად, ამჟამად პეპე რეინაა, რომელსაც კატალონიელები იმ შემთხვევაში გადმოიბირებენ, თუ ვალდესმა გუნდი დატოვა.

კატალონიელებმა არჩევანი "ლივერპულის" ესპანელ გოლკიპერზე, რეინაზე შეაჩერეს, რომელიც "ბარსელონას" სკოლის აღზრდილი გახლავთ. აქამდე თავად ვიქტორ ვალდესმა განაცხადა, რომ იგი კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩება კლუბში, თუმცა დიდი შანსია, რომ მან ამ ზაფხულსვე დატოვოს გუნდი. ყველაფერი თუ კი ასე განვითარდება, მაშინ "ბარსელონას" ხელმძღვანელები მის შემცვლელად პეპე რეინას მოიყვანენ.
"რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი კვლავ არ ეშვება სამხრეთ ამერიკელ ვარსკვლავს, ნეიმარს და კვლავ ცდილობს მის საკუთარ კლუბში გადაბირებას. ამჟამად პერესის მორიგი შეთავაზება 120 მილიონი ევროა.

პერესს ნეიმარის შეძენა ნებისმიერ ფასად ორი მიზეზის გამო სურს. პირველი "რეალს" ეყოლება სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო მეორე მის მუდმივ მეტოქეს და მთავარ კონკურენტს, კატალონიის "ბარსელონას" არ ჩაუგდებს ხელში. როგორც იცით მადრიდელთა პირველი მცდელობა ბრაზილიელის შეძენისა კრახით დასრულდა, რადგანაც თავად ნეიმარმა "რეალი" უარით გაისტუმრა. მან ასევე ისიც თქვა, რომ "ბარსელონასთან" არსებული შეთანხმების დარღვევას არ აპირებს და დიდი შანსია ზაფხულში იგი კატალონიურ კლუბს შეუერთდეს.

მოგეხსენებათ კატალონიელები ნეიმარის სანაცვლოდ არანაკლებ 50 მილიონ ევროს იხდიან, წინასწარი 10 მილიონი "ბარსელონამ" ბრაზილიურ "სანტოს" უკვე გადაუხადა, ხოლო დანარჩენ 40 მილიონს "ბარსელონა" ნეიმარის გადმოსვლის შემდეგ გადაიხდის. ამ დროისთვის კი პერესი აქტიურად ცდილობს ნეიმარის დაყოლიებას და მის სანაცვლოდ როგორც უკვე მოგახსენეთ 120 მილიონს იხდის.
"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ მისი პროფესიონალური კარიერა რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება, იტყობინება სამხრეთ ამერიკული პრესა.

"უნდა ვთქვა, რომ თამაში რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში მსურს. როცა ამ კითხვაზე ვპასუხობ, უნდა აღვნიშნო ჯანმრთელობის მდგობარეობაც. უნდა შეგეძლოს სწორედ შეაფასო შენი ფიზიკური კონდიციები. გარდა ამისა, ბევრი არაა ტრამვებისაგან დაცული." – განაცხადა 25 წლის არგენტინელმა.

ლეომ რამდენჯერმე განაცხადა, რომ კარიერის დასრულება არგენტინულ კლუბ "ოლდ ბოისში" სურს.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში ოთხი ოქროს ბურთის მფლობელმა 36 მატჩი ჩაატარა და 46 გოლი გაიტანა, თავისივე რეკორდის გასაუმჯობესებლად მესიმ 4 შეხვედრაში 4–ზე მეტი გოლის გატანა უნდა მოახერხოს, რაც დიდი ალბათობით ასეც იქნება.

კატალონიის "ბარსელონამ" უკვე შესთავაზა ახალი კონტრაქტი კლუბის ბრაზილიელ ფეხბურთელს, ადრიანო კორეიას. შემდეგ კვირაში ადრიანო "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობას შეხვდება და ხელშეკრულებას 3 წლით გაახანგრძლივებს. იტყობინება, El Mundo Deportivo.

ფეხბურთელის ამჟამინდელი ხელშეკრულება კლუბთან 2014 წლამდეა გათვალისწინებული. აქამდე კი ბრაზილიელის მიმართ აქტიურ ინტერესს ფრანგული "პსჟ" იჩენდა. 2012/2013 წლის სეზონში ადრიანომ "ბარსელონას" მაისურით 33 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლის გატანა მოახერხა.
რუნიმ შესაძლოა "მანჩესტერი" ესპანურ "ბარსელონაში" გაცვალოს


ინგლისური "მანჩესტერ იუნაიტედის" 27 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა უეინ რუნიმ შესაძლოა კლუბი ზაფხულში გამოიცვალოს. ფეხბურთელის მსურველთა შორის ერთ-ერთი კანდიდატი კატალონიის "ბარსელონაა". იტყობინება, El Mundo Deportivo.

გამოცემიის ინფორმაციით რუნის წასვლის მიზეზად პირველრიგში "მანჩესტერიდან" სერ ალექს ფერგიუსონის წასვლა სახელდება ასევე აღსანიშნავია დევიდ მოიესის მოსვლაც, რომელთანაც რუნის არცთუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს. ფეხბურთელი ამ უკანასკნელთან უკვე "ევერტონში" მუშაობდა. 2008 წელს რუნიმ საკმაოდ კრიტიკულად მოიხსენია საკუთარ წიგნში დევიდ მოიესის სამწვრთნელო მეთოდები, რომელმაც სასამართლო პროცესიც გამოიწვია. ლონდონის სასამართლომ განაჩენი დევიდ მოიესის სასარგებლოდ გამოიტანა და უეინ რუნი დამნაშავედ სცნო "მწვრთნელის პირადი რეპუტაციის შელახვისათვის". ამის შემდგომ კი იძულებული გახდა ოფიციალურად ბოდიში მოეხადა.

კატალონიის "ბარსელონას" გარდა ინგლისელი ფეხბურთელისადმი ინტერესს ლონდონის "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტიც" იჩენს, "ქალაქელებს" კი ფეხბურთელის ყიდვის მცდელობა უკვე ჰქონდათ 2010 წელს. ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელისადმი ინტერესს ფრანგული "პარის სენ-ჟერმენიც" იჩენს, რომელმაც უდიდესი სურვილი ფეხბურთელის შეძენის ჯერ კიდევ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გამოთქვა.

Thursday, May 9, 2013

პედრომ თამაშის უფლება მიიღო
ხუთშაბათის ვარჯიში 11:30 საათზე დაიწყო, დაგეგმილზე ნახევარი საათით გვიან, რადგან გუნდისთვის ტიტო ვილანოვას ეხელმძღვანელა, რომელიც ნიუ-იორკიდან დილით დაბრუნდა, სადაც მას ტესტები ჩაუტარდა.


სავარჯიშო სესიას ტიტო ხელმძღვანელობდა, რომელშიც მონაწილეობას მწყობრში მყოფი ყველა ფეხბურთელი იღებდა, მათ შორის ახალგაზრდული გუნდის მოთამაშე, ლუკას გაფაროტი.

პედრო და ვალდესი თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდნენ

პედრო როდრიგესი და ვიქტორ ვალდესი, რომლებმაც ”ბეტისთან” მატჩი ტრავმის გამო გამოტოვეს მეორე სავარჯიშო სესიას ატარებდნენ გუნდთან ერთად. ორივე მათგანს ექიმებმა თამაშის უფლება მისცეს.

ასევე თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდა ხავიერ მასკერანო. ერიკ აბიდალი კი ინდივიდუალური პროგრამით იტვირთებოდა.

ედმილსონი ვარჯიშზე

თავასი ყოფილი თანაგუნდელები მოინახულა ედმინლსონმა. ”ბეტისთან” მატჩის წინ 2004-2008 წლებში კლუბში თამაშის გამო მას ჯილდო გადასცეს.
"ვალენსიას" მცველი ჟერემი მატიე "ბარსელონას" ინტერესის სფეროში მოხვდა.

კატალონიური კლუბის სკაუტები რეგულარულად ესწრებოდნენ "ვალენსიას" თამაშებს. ფეხბურთელი "ბარსელონაში" იმ შემთხვევეში გადავა, თუ ლურჯ–ბროწეულისფერები ვერ შეძლებენ ვერც ერთი იმ მცველთაგანის შეძენას, რომელთაც კლუბის გაძლიერება შეუძლიათ.

29 წლის მატიეს "ვალენსიასთან" კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულში ეწურება. ვალენსიურ კლუბს მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, თავად ფეხბურთელს კი მხოლოდ "ბარსელონაში" ან "რეალში" გადაბარგება უნდა.

ფეხბურთელის შესაძლო საფასური ამჟამად 8 მილიონ ევროს შეადგენს.
მიონხენგლადბახის ”ბორუსიის” მეკარე, მარკ ანდრე ტერ-შტეგენი ახლოსაა ”ბარსელონაში" გადმოსვალსთან, იტყობინება ესპანური პრესა.

ამ ინფორმაციის თანახმად, კატალონიელები და მიონხენგლადბახელები ფაქტიურად შეთანხმდნენ კიპერის საკითხზე, მაგრამ მაინც ჯერ არ არის ცნობილი დაიცავს თუ არა ტერ შტეგენი ”ბარსელონას” ღირსებას. ეს იქნება დამოკიდებული ”ბლაუგრანას” ამჟამინდელ მეკარეზე, ვიქტორ ვალდესზე. შეგახსენებთ, რომ ესპანელი მეკარე აქამდე აცხადებთა თავისი წასვლის შესახებ, თუმცა ორიოდე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ტიტო ვილანოვამ დაარწმუნა ვალდესი კლუბში დარჩენის თაობაზე.
”ბარსელონას” მცველი, ერიკ აბიდალი ცუდ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება, იტყობინება ესპანური პრესა.

ფრანგ ფეხბურთელს არ მიუღია კონტრაქტის გახანგრძლივების შეთავაზება. აბიდალს სურს კლუბში დარჩენა, რადგან იგი თვლის, რომ მას კიდევ 1 სეზონი შეუძლია მაქსიმალურად დაიხარჯოს.

”თუ აქამდე ”ბარსას” ხელმძღვანელობა არ დამკავშირებია, იმას ნიშნავს, რომ ჩემთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურთ. სეზონი თითქმის დასრულებულია...” - განაცხადა აბიდალმა.

აქამდე ცნობილი იყო, რომ კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი აბიდალთან გახანგრძლივებას მისი ჯანმრთელობის გამო არიდებდნენ თავს. ისინი თვლიან, რომ ერიკს არ შეუძლია კიდევ ერთი სრულყოფილი სეზონის თამაში.
"სანტოსის" თავდამსხმელმა ნეიმარმა "რეალის" შემოთავაზებაზე უარი თქვა.

sport.es–ის ინფორმაციით, ბრაზილიელმა ვარსკვლავმა "ბარსელონასთან" წინასწარი კონტრაქტი უკვე გააფორმა და არ აპირებს მის დარღვევეას.

მადრიდელების გენერალური დირექტორი ხოსე ანხელ სანჩესი თვითონ გაემგზავრა ბრაზილიაში, რათა მოლაპარაკებები გაემართა ნეიმარის გადმოსაბირებლად. "რეალი" მზად იყო ბრაზილიელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაეხადა . ახლა კი თვალნათელი გახდა, რომ ნეიმარის მომავალი კლუბი "ბარსელონაა".
მესი: ”ბევრი რაც ჩემზე, რონალდუზე და მოუზე იწერება, ტყუილია”
”ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ არგენტინელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში ისაუბრა ”რეალის” თავდამსმხელ, კრიშტიანო რონალდუზე და მწვრთნელ, ჟოზე მოურინიოზე.

მესიმ აღნიშნა, რომ მას არ აქვს ცუდი ურთიერთობა არცერთ პორტგუალიელთან.

”როდესაც მე რონალდუს სხვადასხვა ღონისძიებებზე ვხვდები, ჩვეულებრივად ვესალმები. ბევრს არ ვკონტაქტობთ, რადგან იგი ჩემი გუნდელი არ არის. რაც შეეხება მოურინიოს, ბევრი იწერება ჩვენს ურთიერთობებზე, მაგრამ არცერთი არ შეესაბამება სიმართლეს.” - განაცხადა ლიონელმა
"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა ხერარდ პიკემ "მანჩესტერიდან" სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის თაობაზე კომენტარი გააკეთა.

"26 წელი, ინგლისის ჩემპიონატის 13 ტიტული, თასების მფლობელთა თასი, 5 გამარჯვება ინგლისის თასზე, 4 – ინგლისის ლიგის თასზე... ლეგენდა!" – დაწერა პიკემ თავის ტვიტერზე.

შეგახსენებთ რომ 2004–2008 წლებში, პიკემ "მანჩესტერში" 12 მატჩი ჩაატარა.

Tuesday, May 7, 2013

გასული სეზონის ბოლოს დამშვიდობება მოხდა ”ბარსელონას” ისტორიაში უდიდესს ადამიანთან. რა თქმა უნდა, მე ხოსეპ გვარდიოლაზე ვსაუბრობ.

მან ”ნოუ კამპზე” 4 წელი გაატარა. ასეთი გრძელი და ასეთი მოკლე. მან მსოფლიოში მილიონობით კულეს შეაყვარა თავი. შეიძლება როგორც მწვრთნელი ის ყველას არ მოსწონდა, მაგრამ როგორც ადამიანი ის სამაგალითო იყო. უამრავი ტიტული მოიგო, ააფეთქა საფეხბურთო საზოგადოება, შემდეგ კი წავიდა...

ეს 5 მაისის თბილი საღამო იყო. ”ბარსელონა” დაუძინებელ მეზობელს მასპინძლობდა ”კორნელა ელ-პრატიდან” და კიდევ ერთხელ აჩვენა მას საფეხბურთო გაკვეთილი, მაგრამ ეს არ იყო მნიშვნელოვანი. 4 უპასუხო გოლი, ბრწყინვალე თამაში, ახალი და ახალი გოლები მესის შესრულებით - თუმცა ეს ყველაფერი ჩრდილში მოექცა. სტადიონზე მისული და ეკრანებთან მყოფი მილიონობით ადამიანი ხვდებოდა, რომ ეს იმ დღის მთავარი მოვლენა არ იყო. მთავარი იყო ის, რომ კლუბის ეპოქის კიდევ ერთ ნაწილს ვემშვიდობებოდით. ადამიანს, რომელიც 4 წლის განმავლობაში თავდადებულად მუშაობდა კლუბისთვის - ხოსეპ გვარდიოლას.

ფინალური სასტვენის შემდეგ მატჩზე არავის უფიქრია. შეწუხებულ ”თუთიყუშებს” სტადიონის ჩუმად დატოვება მოუწიათ. ამ ადამიანის ყოველი სიტყვა ათასობით გულშემატკივრისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. მილიონობით თვალი მისკენ იყო მიმართული. პეპს უდიდესს პატივისცემას და აღფრთოვანებას უჩვენებდნენ, თუმცა მისი გაშვება არავის სურდა. ყველაფერი, რისი გაკეთებაც იმ ღამეს გვსურდა - ამ ფიგურის გულში ჩაკვრა იყო.

ხოსეპი ვერ გაექცა სტადიონის ოვაციებს, ვერც ფეხბურთელების მიერ ”აბურთავებას”, ვერც საპატიო დერეფანს. ვერ გაექცა ის ასევე მამაკაცურ ცრემლებს. სიხარულის ცრემლებს - დარწმუნებული ვარ, რომ დამშვიდობება მისთვისაც ძალიან რთული იყო.

ეს 4 წელი ზღაპარს გავდა. იყო ბედნიერების ცრემლები, იყო წყენა არასამართლიანი მაცრხისთვის. იყო წარმატებები და წარუმატებლობები, სიხარული და სევდა. ვერასდროს დავივიწყებთ ინიესტას გოლს ბოლო წუთზე ლონდონში. ანრის, რომელმაც მეორე ახალგაზრდობა განიცადა. აბიდალს, რომელმაც ”რეალს” გაუტანა.

მსურდა, რომ ის ღამე არასდროს დასრულებულიყო. რამდენი სითბო იყო ყოველ წამში. ბოლოს კი განშორების დრო მოვიდა, ის წავიდა. ვიმედოვნებ, რომ დაბრუნდება...

პუიოლმა შეიძლება ”ბარსელონა” დატოვოს
ამ ინფორმაციის თანახმად, 35 წლის მცველი უკმაყოფილოა გუნდში არსებული სიტუაციით და იგი მკვეთრად შეიცვალა ფსიქოლოგიურად. შეგახსენებთ, რომ პუიოლმა იანვარში კლუბთან ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც 2016 წლამდეა გათვლილი.
ინიესტა: ”თუ გუნდი ცუდად თამაშობს, ჩვენ ამას ყოველთვის ვაღიარებთ”
”ბარსელონას” ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა თვლის, რომ გუნდის უკანასკნელი წარუმატებლობები ობიექტურად უნდა იქნეს გათვლილი და გაანალიზებული, იტყობინება ესპანური პრესა.

”რა თქმა უნდა, მარცხმა ”ბაიერნისგან” დიდი ტკივილი მიაყენა, როგორც ფეხბურთელებს, ისე გულშემატკივრებს. მაგრამ მატჩის მეორე დღეს ყველაფერს სხვა თვალით უყურებ. არ უნდა გამოვიტანოთ ერთჯერადი დასკვნები, რადგან ”ბარსელონას” ჩემპიონობა უკვე ამ კვირაში შეუძლია. როდესაც გუნდი ცუდად თამაშობს ჩვენ ყოველთვის ვაღიარებთ ამას, თუმცა მომავალ წელს ”ბარსელონა” აუცილებლად იქნება კონკურენტუნარიანი.” - განაცხადა ინიესტამ.
”ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი კარიერის გოლებით ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს, დიეგო არმანდო მარადონას გაუთანაბრდა.

თითოეული ფეხბურთის ანგარიშზე 345 გოლია. აღსანიშნავია, რომ მესის 313 გოლი კლუბის მაისურით აქვს გატანილი, ხოლო 32 არგენტინის შემადგენლობაში. მარადონას კი, თავის მხრივ 311 გოლი ჰქონდა საკლუბო დონეზე და 34 - სანაკრებო.

345 გოლის გასატანად მესის, მარადონასთან შედარებით 223 მატჩით ნაკლები დასჭირდა (მესი - 457 მატჩი, მარადონა - 680 მატჩი).
იყო ბარსელონა ბეტისი. აქ ბარსელონამ მოიგო თამაში და დაამტკიცა თავისი ძალა. მან თავის სტადიონზე ("ამპ ნოუზე") იგი 4:2 დაამარცხა. გოლების ატორები არიან: პაბონი, სანჩეი, პერესი, ვილია და მესი, რომელმაც ორჯერ გაიტანა გოლი.
როგორც ჩილელი თავდამსხმელი აცხადებს, უახლოეს მომავალში იგი "ბარსელონას" ღირსების დაცვის გაგრძელებას აპირებს.

შეგახსენებთ, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელის თამაშით, მილანის "ინტერი" და ტურინის "იუვენტუსი" არიან დაინტერესებულნი.

"მე ვმუშაობ ყოველდღე, რათა ჩემ გუნდს დავეხმარო. "ბარსელონაში" აბსოლოტურად ყველაფრით კმაყოფილი ვარ. აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ. ასევე, ჩემი მიმდინარე კონტრაქტი, 2016 წელს იწურება და სხვაგან წასვლის მიზეზებს ვერ ვხედავ." - განაცხადა ალექსის სანჩესმა.

Monday, May 6, 2013


ფინალი - ფინალში ხვდებიან ბაიერნი და დორტმუნდის ბორუსია. აქ იქნება ძალიან ძნელი თამაში. მე მინდა მოიგოს დორტმუნდის ბორუსიამ, იმიტომ რომ მას არც ერთი ევროპა ჩემპიონთა ლიგის თასი არ აქვს. ფინალი გაიმართება 25 მაისს.

Wednesday, May 1, 2013


ბარსელონას აქვს სამი ფორმა, ესენია: ძირითადი, რეზერვის და მეკარის ფორმები. ბრსელონას აქვს ესეთი ინიციალები-"FCB". რომელიც იკითხება ასე:-"FOOTBALL CLUB BARCELONA". იგი დააარსა ჰენს გამპერმა რამდენიმე შვეიცარიელის, ინგლისელისა და კატალონელის დახმარებით.

 ბარსა კიდევ ერთხელ გავი
და უეფა ჩემპიონთა ლიგის ბახევარფინალში. იგი ხვდება ბაიერნს და ჩემი აზრით მას გაუჭირდება ამ თამაშების მოგება. იგი არის ძალიან კარგ ფორმაში. ამ დროს მას აქვს 4 ლიგის თასი და ამ მოგების შემთხვევაში მას ექნება 5 ლიგის თასი.


მესის აქვს ტრამვა და შეიძლება მან გამოტოვოს ეს თამაშები. მას აქვს ფეხის ტრამვა და როგორც ექიმები ვარაუდობენ იგი დაახლოებით 1 თვე ვერ ითამაშებს, მაგრამ ამის მიუხედავად იგი ბარსას მწვრთნელს მაინც გაყავს სტადიონზე სათამაშოდ. მესი ისევ გამოკეთდა და მას უკვე შეუძლია თამაშის გაგრძელება. ეს კი მან 27 აპრილს დაამტკიცა, როცა მან ბილბაოსთან გოლი გაიტანა.

ჩემპიონთა ლიგა მხოლოდ ჩემპიონებისთვისაა და ბარსელონა ნამდვილი ჩემპიონია. მან სულ რამოდენიმე დღის წის დაამტკიცა ეს, როცა მილანი 4:0 დაამარცხა, ხოლო ახლა კი იგი ხვდება ბაიერნს და მე იმედი მაქვს რომ ბარსელონა კიდევ ერთხელ დაამტკიცებს რომ იგი საუკეთესოა მსოფლიოში.



                                                                                 
უკვე იყო ბარსელონა ბაიერნი და ეს შეხვედრა ბარსელონასთვის ფატალური შედეგით დამთავრდა. მან სტუმრად 4:0 წააგო. ბაიერნმა სასტიკი ანგარიშით დაამარცხა ბარსელონა. მე იმედი მაქვს რომ ბარსელონა თავის სტადიოზე 5:0 მოიგებს და დაიბრუნებს თავის ტიტულს. ბარსელონას ძალია სჭირდება ეს მოგება, იმისათვის რომ მოიხვეჭოს უძლიერესი და უტიტულესი კლუბის სახელი.


იყო ბილბაო ბარსელონა და ეს თამაში ასეთი ანგარიშით დამთავრდა 2:2. ბარსელონას ამ მატჩის ჩატარება გაურთულდა, იმიტომ რომ ბარსელონას აკლდა 2 ფეხბურთელი: 1. დანი ალვესი; 2. ვილა. ძემი აზრი მას არ უნდა გასჭირვებოდა, იმიტომ რომ ბაიერნი ყოველთვის უგებს ბილბაოს და, რა თქმა უნდა, ბარსელონა ბაიერნზე ნაკლები არაფრით არ არის.



ბარსელონა ბაიერნი ისევ შეხვდებიან ერთმანეთს, ბარსელონას სტადიონ კამპ ნოუზე. ბარსელონამ ეს თამაში სიუკეთესოდ უნდა ჩაატაროს. მე შეგახსენებთ რომ ეს ტამაში არის 1 მაისს, 22:45 საათზე. აი უკვე იყო ბარსელონა ბაიერნი და კამპ ნოუზე ბარსელონამ 0:3 წააგო. ბაიერნმა ისევ დაამტკიცა, რომ იგი არ ჩამოუვარდება ბარსელონას. ფინალში შეხვდებიან მიუხენის ბაიერნი და დორტმუნდი ბორუსია. ამ თამაშში არ მონაწილეობდა ლეონელ მესი, რადგან მას ტრანვა ქონდა ფეხზე. იგი ძალიან უგმაყოფილო იყო თავისი კლუბის თამაშით. გოლების ავტორები არიან: რობენი (48წ.). პიკე (72წ.), რომელმაც საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. მიულერი (76წ.).

”ბარსელონამ” დღეს გასამართი შეხვედრის წინ სტადიონზე ბოლო ვარჯიში ჩაატარა. სესიაში ის 19 ფეხბურთელი მონაწილეობა, რომლებიც მატჩის განაცხადში მოხვდნენ. შეხვედრის დაწყებამდე 1 საათით ადრე მთავარ მწვრთნელს ამ განაცხადიდან 1 ფეხბურთელის ამოღება მოუწევს. სავარჯიშო სესიის დასრულების შემდეგ ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბის წევრები სასტუმროში დაბრუნდნენ. შეხვედრის დაწყებამდე 2 საათით ადრე ისინი კვლავ ”ნოუ კამპზე” დაბრუნდებიან.